მირქმა

მირქმა

Monday, November 30, 2015


ცაგერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
მე-11 საუკუნე
მეხუთე მცნება: პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

ღმერთი ამ მცნებით გვთხოვს მშობელთა პატივისცემას და მათ მორჩილებას.
მშობლებისთვის უნდა ვევედროთ ღმერთს, როგორც მათ სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგაც; უნდა ვეხმარებოდეთ მათ შრომისა და გაჭირვების ჟამს; უნდა გამოვკვებოთ და მოვასვენოთ ისინი ავადმყოფობისა და მოხუცებულობის დროს; სწორად ავასრულოთ მათი ანდერძი, თუკი ეს ღმერთის სჯულისა და სამოქალაქო კანონს არ ეწინააღმდეგება.
მშობლების გარდა პატივი უნდა ვცეთ იმათაც, რომელთაც სხვადასხვა შემთხვევაში უჭირავთ მშობელთა ადგილი, სახელდობრ: სულიერ მოძღვრებსა და მასწავლებლებს, უფროსებს, აღმზრდელებსა და კეთილისმყოფელებს, ასაკით უხუცესებს.
ღმერთი დედ-მამის პატივისმცემლებს ბედნიერ და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჰპირდება.